Accessibility links

logo-print

უკრაინის პარლამენტი საგანგებო სხდომას მართავს აღმოსავლეთში კრიზისთან დაკავშირებით


უკრაინის პარლამენტი საგანგებო სხდომას მართავს აღმოსავლეთში დაძაბულობის გამწვავებაზე სასაუბროდ. შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის განცხადებით, მთავრობის ჯარებმა ქალაქ სლავიანსკთან მეამბოხეების წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის დროს მოკლეს რუსეთის მომხრე 30 აქტივისტი. სლავიანსკთან შეტაკებებისას 5 მაისს დაიღუპა ოთხი უკრაინელი ჯარისკაციც. ამას გარდა, რუსეთის მომხრე მეამბოხეებმა უკრაინის ვერტმფრენი ჩამოაგდეს. უკრაინის არმია ცდილობს, კონტროლი აღადგინეს აღმოსავლეთში, სადაც რუსეთის მომხრე აქტივისტებმა დაიპყრეს ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობები და პოლიციის განყოფილებები სულ ცოტა 10 ქალაქში. უკრაინა რუსეთს ადანაშაულებს ძალადობის ორგანიზებაში. მოსკოვი უარყოფს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG