Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში განახლდა მეწყრის მსხვერპლთა ძებნა


ავღანეთში განახლდა 2 მაისის მეწყრის შედეგად დაკარგულების ძებნა. ძლიერი წვიმებით გამოწვეული მეწყერი ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ბადახშანის პროვინციის ერთ-ერთ სოფელში ჩამოწვა და, სავარაუდოდ, შლამში ჩამარხა ასობით ადგილობრივი მოსახლე. ძებნის სამუშაოები განახლდა მას შემდეგ, რაც დაკარგულების ახლობლებმა გააპროტესტეს ავღანეთის მთავრობის გადაწყვეტილება ოპერაციის შეწყვეტის თაობაზე. გადაწყვეტილების მიზეზი იყო ის გარემოება, რომ ბევრი მსხვერპლი სავარაუდოდ, ჩამარხულია ხრამში, რომელსაც ვერ უდგება მძიმე აპარატურა. ამ დროისთვის ნაპოვნია 350 გვამი, დაკარგულად ითვლება 2000-ზე მეტი ადამიანი. მეწყრის შედეგად თავშესაფრის გარეშე დარჩა 700-მდე ოჯახი.
XS
SM
MD
LG