Accessibility links

უილიამ ჰეიგი: რუსეთი ცდილობს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლას


ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, უილიამ ჰეიგის განცხადებით, რუსეთი ცდილობს უკრაინაში 25 მაისის საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლას. ჰეიგმა დღეს ვენაში აღნიშნა, რომ უკრაინელებს აქვთ უფლება, ჰყავდეთ საკუთარი პრეზიდენტი და ჩაატარონ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. ვენაში იმართება უკრაინის შესახებ ევროსაბჭოს შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობენ 30-მდე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, მათ შორის რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი დეშჩიცა. მოსკოვი არ ცნობს უკრაინის მოქმედ მთავრობას.
XS
SM
MD
LG