Accessibility links

logo-print

ბაქოში მოხდა შეტაკება აქტივისტებსა და პოლიციელებს შორის


ბაქოში მოხდა შეტაკება ათობით აქტივისტსა და პოლიციელებს შორის მას შემდეგ, რაც სასამართლომ სასჯელი შეუფარდა ახალგაზრდულ ოპოზიციურ მოძრაობა „ნიდას“ რვა წევრს. სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო მასობრივი არეულობის ორგანიზებაში და ნარკოტიკებისა და იარაღის უკანონო ფლობაში, რის საფუძველზეც მათ შეუფარდა ექვსიდან რვა წლამდე ხანგრძლივობის პატიმრობა. სასამართლოსთან მსჯავრდებულების ათობით მომხრემ გააპროტესტა განაჩენები. პოლიციამ დაშალა აქცია და დააკავა რამდენიმე პირი, მათ შორის ისინიც, ვისაც ეცვა ჟილეტები წარწერით „პრესა“. ამ თვეში აზერბაიჯანი ხდება ევროსაბჭოს მორიგე თავმჯდომარე.
XS
SM
MD
LG