Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ დაიწყო გამოძიება "რუსთავი 2"-ის განცხადების საფუძველზე


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის დღევანდელი განცხადების საფუძველზე. "რუსთავი 2" კერძოდ აცხადებს, რომ მისი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო შუბლაძის სამუშაო ოთახებში ფარულად ჩაწერილი მასალები მიიღო ინფორმატორისგან, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელია. პროკურორ კოკა კაციტაძის განმარტებით, მოხდება ყველა იმ ჩანაწერის, ტექნიკური მოწყობილობის ამოღება, რომელზეც ტელეკომპანია ფიქრობს, რომ საეჭვოა. "საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით, კერძო საუბრების, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოს დარღვევის ფაქტზე", განაცხადა პროკურორმა კოკა კაციტაძემ. მისივე თქმით, მოხდება ყველა იმ პირის დაკითხვა, მათ შორის "რუსთავი 2"-ის თანამშრომლების, რომლებიც ინფორმაციას ფლობენ.
XS
SM
MD
LG