Accessibility links

logo-print

ღვინის სააგენტო ავრცელებს ქართული კონიაკის ექსპორტის შესახებ ინფორმაციას


ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2014 წლის პირველ 4 თვეში საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის კონიაკია ექსპორტირებული. ეს მონაცემი 84%-ით მეტია 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
იანვარ-აპრილში საექსპორტო ბაზრებზე 4,3 მილიონზე (0,5ლ) მეტი ბოთლი კონიაკი გაიყიდა. ექსპორტირებული ქართული კონიაკის 58% უკრაინაში გაიყიდა, მეორე ადგილზე რუსეთია, სადაც 1,57 მილიონი ბოთლი კონიაკია რეალიზებული.
XS
SM
MD
LG