Accessibility links

logo-print

ლავროვი უკრაინის მთავრობას მოუწოდებს არმიის უკან დახევისაკენ


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უკრაინის მთავრობას მოუწოდებს, არმია გაიყვანოს აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონებიდან, კრიზისის განმუხტვის მისაღწევად. ლავროვი ამ მოწოდებით გამოვიდა ვენაში, ევროსაბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ. ის შეეხო უკრაინაში 25 მაისისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს და თქვა, რომ არჩევნების ჩატარება „უცნაური“ იქნებოდა მაშინ, როცა არმია ატარებს ოპერაციებს სამოქალაქო პირების წინააღმდეგ. ვენაში შეხვედრის დაწყებამდე, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა განაცხადა, რომ რუსეთის მიმართ მინისტრების გზავნილი უნდა იყოს, ნუ ჩაერევა უკრაინაში 25 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში.
XS
SM
MD
LG