Accessibility links

logo-print

პროკურატურამ გამოძიება დაიწყო „რუსთავი 2“-ის განცხადების საფუძველზე


კერძო საუბრის და კერძო კომუნიკაციის საიდუმლოს დარღვევის მუხლით დაიწყო გამოძიება საქართველოს პროკურატურამ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დღევანდელი განცხადების საფუძველზე. პროკურორ კოკა კაციტაძის ინფორმაციით, მთავარ პროკურატურაში შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც ჩაატარებს ყველა საგამოძიებო მოქმედებას და მიმართავს ყველა ზომას, რათა საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმრიტება. პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს მიმართა, აქტიურად ითანამშრომლონ საგამოძიებო სამსახურთან, რათა უმოკლეს დროში მოხდეს გავრცელებული ვიდეომასალის წარმომავლობის და შესაძლო დანაშაულში მონაწილე ყველა პირის დადგენა.
XS
SM
MD
LG