Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ნავთობის საცავზე დიდი აფეთქება მოხდა


ირანიდან იტყობინებიან ნავთობის საცავზე დიდი აფეთქების შესახებ. ინციდენტი მოხდა თეირანიდან 130 კილომეტრში, ყაზვინში. ცნობით, მეხანძრეებს გაუჭირდათ ცეცხლის გაკონტროლება და აფეთქებიდან ოთხი საათის შემდეგაც იბრძოდნენ მისი ლოკალიზებისთვის. სახელმწიფო ტელევიზიით გუბერნატორმა, საიდ მიბაჰამ განაცხადა, რომ აფეთქებას და ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. სააგენტო ფარსი იტყობინება, რომ დაშავდა 50 ადამიანი და არაერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.
XS
SM
MD
LG