Accessibility links

სერგეი ლავროვი ვეღარ ხედავს უკრაინის კრიზისზე ჟენევის მსგავს ფორმატში შეხვედრის აზრს


6 მაისს ვენაში, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის შეჯამებისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინის კრიზისის განმუხტვაში საერთაშორისო თანამეგობრობის როლზე განაცხადა: „მსოფლიო თანამეგობრობამ უკვე გააკეთა, რაც შესაძლებელი იყო - შეათანხმა უკრაინის კრიზისიდან გამოსვლის ჩარჩოები (ჟენევის 17 აპრილის განცხადების სახით). რა თქმა უნდა, შესაძლებელია იმავე ფორმატში შეხვედრა, როცა მოლაპარაკებათა მაგიდასთან არ იჯდება უკრაინის ახლანდელი რეჟიმის ოპოზიცია, მაგრამ ეს ახალს ვერაფერს მოიტანს. ჩვენ ვივლით წრეზე და გავიმეორებთ, რომ საჭიროა შეთანხმების შესრულება. ის კი უკრაინელებმა უნდა შეასრულონ - რეჟიმმაც და მათაც, ვინც მას უპირისპირდება. მათ უნდა იცხოვრონ ერთ ქვეყანაში და ვალდებული არიან ურთიერთპატივისცემის თანაბარ საფუძველზე შეათანხმონ იმავე ჟენევის განცხადების შესრულების პრაქტიკული ნაბიჯები. განცხადება კი იწყება სიტყვებით, რომ არ უნდა იყოს არანაირი ძალადობა. როგორ უნდა მოხდეს ეს? ალბათ, საჭიროა ჯარის გაყვანა და ხალხის წინააღმდეგ მისი გამოყენების ბრძანების გაუქმება“.
XS
SM
MD
LG