Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს პარლამენტი დათხოვნილია, ვადამდელი არჩევნები ერთ თვეში ჩატარდება


7 მაისიდან კოსოვოს პარლამენტი დათხოვნილია. 6 მაისს კოსოვოს წამყვანი პოლიტიკური პარტიები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე შეთანხმდნენ. პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილება კი მოჰყვა კოსოვოელ სერბთა უმცირესობის წარმომადგენელი დეპუტატების ბოიკოტს - 5 მაისს ისინი არ გამოცხადდნენ სხდომათა დარბაზში და ჩაშალეს კენჭისყრა ეროვნული არმიის შექმნის საკითხზე. პრიშტინის დასავლელი მხარდამჭერები, რომლებმაც 2008 წელს აღიარეს კოსოვოს დამოუკიდებლობა, ეროვნული არმიის დაუყოვნებლივ შექმნის წინააღმდეგი იყვნენ, რადგან თვლიდნენ, რომ იმ დროს ეს იქნებოდა არასასურველი გზავნილი კოსოვოელი სერბებისთვის. კოსოვოს კონსტიტუციით, ეროვნული არმიის შექმნის გადაწყვეტილებას სჭირდება პარლამენტის წევრთა ორი მესამედის, მათ შორის - უმცირესობების წარმომადგენელი დეპუტატების ორი მესამედის მხარდაჭერა. კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ჰაშიმ ტაჩიმ განაცხადა, რომ წამყვანი პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ 8 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე.
XS
SM
MD
LG