Accessibility links

logo-print

ობამა მსოფლიოს მოუწოდებს მყისიერი მოქმედებისკენ კლიმატური ცვლილებების შესაჩერებლად


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა თვლის, რომ კლიმატური ცვლილებების შესაჩერებლად საჭიროა მყისიერი გლობალური მოქმედება. 6 მაისს გამოქვეყნდა გამოკვლევა, რომელზეც ასობით წამყვანი მეცნიერი 4 წლის განმავლობაში მუშაობდა. ნაშრომის ავტორებმა დაადგინეს, რომ ადამიანის ქმედებებით გამოწვეულმა კლიმატურმა ცვლილებებმა უკვე მოახდინა სერიოზული ზეგავლენა გარემოზე. გამოკვლევით დადგინდა, რომ გახშირდება გვალვა, ხანძრები, გამრავლდებიან მავნებლები, თუკი მსოფლიო არ იზრუნებს სათბურის გაზების ემისიის შემცირებაზე. 6 მაისს CBS-ის ეთერში ბარაკ ობამამ განაცხადა: „რაღაცების გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის ადამიანებმა ამერიკასა და მთელ მსოფლიოში სერიოზულად უნდა აღიქვან არსებული გამოწვევები“. ახალ გამოკვლევაზე დაყრდნობით, ბარაკ ობამას თანაშემწემ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ჯონ ლოდრენმა განაცხადა, რომ კლიმატური ცვლილება „შორეული საფრთხე არ არის“.
XS
SM
MD
LG