Accessibility links

ნატო განიხილავს აღმოსავლეთ ევროპის ნაწილში ჯარის მუდმივად განთავსების საკითხს


ნატოს სამხედრო მაღალჩინოსანი, აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალი ფილიპ ბრიდლავი თვლის, რომ რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობის ფონზე ალიანსმა უნდა იფიქროს აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ნაწილში ჯარის მუდმივად განთავსებაზე. 6 მაისს ბრიდლავმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე სექტემბრის დასაწყისში, უელსის სამიტამდე იმსჯელებენ ნატოს სარდლები, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები. ნატოს მოკლევადიანი შეთანხმებები ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რუმინეთსა და პოლონეთში სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალების როტაციის შესახებ 2014 წლის ბოლოს იწურება. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და უკრაინასთან საზღვარზე ათეულ ათასობით ჯარის განლაგების პასუხად, ალიანსმა დამატებითი ძალები განალაგა ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში.
XS
SM
MD
LG