Accessibility links

logo-print

ბაქოს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა 8 ახალგაზრდა აქტივისტს


ბაქოს სასამართლომ მძიმე განაჩენი გამოუტანა ახალგაზრდული მოძრაობა „ნიდა“-ს რვა წევრს და მათ 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს. ახალგაზრდებს ბრალი დასდეს ხულიგნობაში, ნარკოტიკებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების შენახვაში, აგრეთვე მასობრივი არეულობების ორგანიზებაში. ისინი გასული წლის მარტში დააკავეს აქციაზე, სადაც აზერბაიჯანის არმიაში არასაბრძოლო მსხვერპლს აპროტესტებდნენ. პროტესტის საბაბად იქცა რიგით ჯეიჰუნ გუბადოვის სიკვდილი. ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივისტები, გარდაცვლილის მშობლების მსგავსად, დაეჭვდნენ სიკვდილის ოფიციალურ ვერსიაში. ასეთად გულის უკმარისობა გამოცხადდა. გუბადოვის ახლობლები ამბობდნენ, რომ ის ნაცემი იყო. „ნიდას“ წევრები ყველა ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ განაჩენი პოლიტიკურად არის მოტივირებული. „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ ისინი უკვე გამოაცხადა „სინდისის პატიმრებად“
XS
SM
MD
LG