Accessibility links

7 მაისს უილიამ ჰეიგი უკრაინიდან თბილისს ეწვევა


დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი მეორე დღეა უკრაინაში იმყოფება, როგორც თავად განაცხადა „დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს“ მხარდაჭერისთვის. ჰეიგმა უკრაინის მთავრობას მოუწოდა რეფორმების გატარებისკენ, რომ ადამიანებს „მიეცეთ ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობა“. უილიამ ჰეიგი უკრაინის პრეზიდენტობის სამ ძირითად კანდიდატთან შეხვედრას აპირებს და მათგან სურს მოისმინოს უკრაინის გრძელვადიანი განვითარების შესახებ კონცეფციები. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა აშკარად განიცდის „რუსეთის მხრიდან უდიდეს ზეწოლას, რომლის მიზანიც ქვეყნის დესტაბილიზაცია, ძალადობის პროვოცირება და როგორც ჩანს, არჩევნების ჩაშლაა“. 7 მაისს უილიამ ჰეიგი თბილისში ჩავა.
XS
SM
MD
LG