Accessibility links

logo-print

გიორგი მარგველაშვილი: თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებში


თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებში, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტთან ერთად თბილისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, თურქეთს სწორი და მკაფიო პოლიტიკა აქვს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების საკითხში. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის ერთობლივ ეკონომიკურ და ტრანსნაციონალურ პროექტებს ახალი იმპულსი მისცა სამი ქვეყნის პრეზიდენტის მონაწილეობით თბილისში 6 მაისს გამართულმა სამიტმა. გიორგი მარგველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო და თურქეთი ერთნაირად უყურებენ რელიგიური ჯგუფების ინტერესების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებს.
XS
SM
MD
LG