Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სოლიდარობის პრემიას“ მუსტაფა ჯემილევს გადასცემენ ვარშავაში


პოლონეთის ყოველწლიური, „სოლიდარობის პრემია“, რომელიც პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ლეხ ვალესას სახელს ატარებს, გადაეცემა ყირიმელი თათრების ვეტერან ლიდერს, მუსტაფა ჯემილევს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ შიკორსკიმ ეს 7 მაისს განაცხადა. მისივე თანახმად, პოლონეთის პრეზიდენტი, ბრონისლავ კომოროვსკი პრემიას ჯემილევს გადასცემს ვარაშვაში, საგანგებო ცერემონიის დროს, ივნისში. ჯემილევი, რომელიც ითვლება, რომ საბჭოთა დროსაც იბრძოდა ადამიანის უფლებისთვის და ათი წელი დაჰყო საბჭოთა საპატიმროში, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერია.
XS
SM
MD
LG