Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტელექტუალური და პიროვნული სიმწიფის როლი რელიგიური ადამიანის ცხოვრებაში (ნაწილი 2)


ავტორი: გუგა გრიგოლია

(პირველი ნაწილის გაგრძელება)

როგორ მოიპოვოს პიროვნებამ გარანტია იმისა რომ მისი შეხედულებები სწორია?
გილოცავთ, თქვენ მიადექით ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე რთულ და ალბათ მარადიულად ამოუხსნელ შეკითხვას (ადამიანების გარკვეული ნაწილისთვის მაინც), რომელზე გადაჭრითი პასუხის გაცემა, შეუძლებელი თუ არა, მინიმიმუმ საპასუხისმგებლოა და ვინაიდან ადამიანს საკუთარი არსებობის დამტკიცებაც კი უჭირს, ამჯერად შევეცდებით არა მზამზარეული სრულყოფილი პასუხის ქონაზე განვაცხადოთ პრეტენზია, არამედ ფრთხილად ვეძებოთ ხელმოსაჭიდი იმ უკიდეგანო და ხელშეუხებელ განზომილებაში, რომელსაც აბსტრაქტული სამყარო ჰქვია.
თუკი გვიჭირს იმის განსაზღვრა, თუ რა გვაძლევს საკუთარი შეხედულებების სისწორეში გარანტიას, მაშინ დავიწყოთ მსჯელობა იმაზე თუ რა არ გვაძლევს ამის გარანტიას.
ჩვენ შევეცდებით სრულად თუ არა მკაფიო წახნაგები მაინც გამოვყოთ ისეთი ფენომენებისა რომელზე დაყრდნობითაც დასკვნების გამოტანა არასანდოა:
1) ინტუიცია - ეს არის წინათგრძნობა და მხოლოდ და მხოლოდ აქსესუარი ადამიანის ცნობიერებაში, ის რიგითი ინსტრუმენტია, რომელიც შეგვიძლია მხოლოდ დავიხმაროთ გარკვეულ დონეზე და სრულიად დაუშვებელია ინტუიციით დასკვნების გამოტანა და ორიენტაცია სამყაროში, რამდენად ძლიერადაც არ უნდა ვთვლიდეთ მას.
2) ფანტაზია - ეს არის წარმოსახვის უნარი, კრეატიულობის გამოვლინება და სიტუაციების სხვადასხვა ვარიაციებში დაგეგმვის, წარმოსახვის და განვრცობის უნარი, ფანტაზია მართლაც რომ უდიდესი ნიჭია და აუცილებელია ყოველდღიურ ურთიერთობებში, ლიტარატურაში, მხატვრობაში, არქიტექტურაში და მეცნიერებაშიც კი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ფანტაზიაც ისეთივე აქსესუარია ადამიანის გონებაში, როგორც ინტუიცია, ის მხოლოდ და მხოლოდ დამხმარე ინსტრუმენტია და დაუშველებია მისით დასკვნების გამოტანა, რამდენად უკიდეგანოდაც არ უნდა თვლიდეთ მას.
3) სურვილი - ეს არის მოთხოვნილება, რომელიც წარმოიქმნება დისბალანსის დროს - შიმშილი როგორც დისბალანსი, წარმოშობს საკვების მიღების მოთხოვნილებას, მარტოობა როგორც დისბალანსი წარმოშობს ადამიანებთან ურთიერთობის მოთხოვნილებას. სურვილს და მოტივაციას უდიდესი როლი უჭირავს ადამიანის ფსიქოლოგიაში, რაც ცალკე განხილვის საკითხია... ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ რაიმეს მონდომება მის არსებობას ვერ განაპირობებს, ჩვენ თავისთავად ვერ გავაჩენთ ჩვენს ხელზე საათს, რამდენადაც არ უნდა მოვინდომოთ, ჩვენ გვინდა რომ ცხოვრობდეთ რომელიმე კომფორტულ სასტუმროში, თუმცა ჩვენი სურვილი ამის გარანტიას არ იძლევა და ეს ყველა ადამიანმა კარგად იცის, მაგრამ როგორც კი საქმე ღმერთის არსებობის რწმენას შეეხება, ადამიანების დიდი ნაწილი ლოგიკური არგუმენტის ძიების ნაცვლად ხშირად საკუთარ სურვილს ეყრდნობა და ჩვენ ხშირად გვსმენია მათი სავსებით გულწრფელი შენიშვნა: "-მე მწამს ღმერთის არსებობისა, იმიტომ რომ მინდა მისი არსებობა, სხვა შემთხვევაში ცხოვრება შემზარავი იქნებოდა". ალბათ მართლაც შემზარავი იქნებოდა ცხოვრება ღმერთის არარსებობის შემთხვევაში, მაგრამ ეს მაინც არაა არგუმენტი იმისა რომ ღმერთი არსებობს და ამ საკითხის უკეთესი ლოგიკა სჭირდება, ასე რომ დაუშვებელია სურვილის მიხედვით დასკვნების გამოტანა, რამდენად სანატრელადაც არ უნდა თვლიდეთ მას
დღევანდელ ეპოქაში მეცნიერები ალბათ მართლაც ზედმეტად ამბიციურები, განსაკუთრებით მაშინ როდესაც, ვერ ხედავენ მეცნიერების ლიმიტებს და ცდილობენ ღმერთის არსებობა-არარსებობის ან ზოგადად რელიგიის შესახებ ხმამაღალი დასკვნების გაკეთებას, მაგრამ აღსანიშნავია რომ ჯანსაღი რეაქციისა და მრევლისთვის მეცნიერების როლისა და ლიმიტების გაცნობის ნაცვლად ფსევდო მორწმუნეების დიდი ნაწილი და ხშირად რელიგიური ორგანიზაციების წინამძღოლებიც კი ნებით თუ უნებლიედ, ახდენენ მეცნიერების სრულ დემონიზაციას და მისი ავტორიტეტის ზომაზე მეტად შელახვას, რასაც ბუნებრივადვე თან სდევს რელიგიური წინამძღოლებისა და მრევლის დეგრადაცია, ამას მოსდევს ჯაჭვური რეაქცია ლოგიკისა და ობიექტური რეალობის უარყოფის სახით და სწორედ ასე ვიღებთ გონებაშეზღუდული ადამიანის საუკეთესო ექსპონატს.
რა უნდა ვურჩიოთ გულწრფელ ადამიანებს, რომელბსაც აქვთ იმის სურვილი, რომ იყვნენ მაგალითად კარგი ქრისტიანები?
ვერც ამ შემთხვევაში ვიქონიებთ მზამზარეული პასუხის ქონაზე პრეტენზიას, მაგრამ შევეცდებით ფრთხილად ვეძებოთ ხელმოსაჭიდი იმ უკიდეგანო და ხელშეუხებელ განზომილებაში, რომელსაც აბსტრაქტული სამყარო ჰქვია.
ჩვენ შევეცდებით სრულად თუ არა ნაწილობრივ მაინც გამოვყოთ ის წახნაგები, რომელზე ყურადღების გამახვილებაც აუცილებელი თუ არა, მინიმუმ სასურველია.
1) გულწრფელი სურვილი რწმენის მოპოვებისა.
2) ნებისყოფა და გამძლეობა, რადგან ყველაფერი ღირებული მოპოვებას მოითხოვს.
3) ფიქრის და სწავლის სურვილი და ღმერთის შემეცნების ნება.
4) სიყვარული იმ პროცესისა, რომელიც ძიებაში გელით.
5) სასურველია გონება, თუმცა თუკი ღმერთი არსებობს, მაშინ მან თქვენზე უკეთ იცის თქვენი შესაძლებლობები და სავარაუდოდ, იმაზე მეტს არ მოგთხოვთ ვიდრე შეგიძლიათ.
6) და ალბათ კიდევ რაღაც, რასაც იმედია თქვენით აღმოაჩენთ.

არც ისე ადვილია უვიცი ადამიანისთვის იმის თქმა, რომ მათემატიკოსი ან ფიზიკოსია, მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში ასე თუ ისე ყველას აქვს ეს საგნები ნასწავლი, მაგრამ ადამიანების უდიდესი ნაწილი თავს ქრისტიანად თვლის მიუხედავად იმისა რომ ბიბლია არათუ არ წაუკითხავთ, არამედ ამის სურვილიც კი არ გასჩენიათ და საკუთარი სიზარმაცით და ნებაყოფლობითი გონებასუსტობით ბევრ ადამიანსაც აბრკოლებენ ქრისტიანობისკენ მიმავალ გზაზე.
ასეთი ადამიანები მრავლად არიან ჩვენს პლანეტაზე, ჩვენს კონტინენტზე, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქალაქში, ჩვენს ოჯახებში და დიდია შანსი ჩვენც ასეთები ვიყოთ.
ჩვენ არ ვიცით ღმერთის მოწყალების სრული არსი და ფორმა, ჩვენ არ ვიცით ღმერთის კრიტერიუმების სრული შინაარსი, ასე რომ მორწმუნე ადამიანი საკუთარი სულიერი და ინტელექტუალური შესაძლებლობების ბოლომდე გამოყენებას უნდა ცდილობდეს.
თუკი ღმერთი არსებობს, მაშინ მისთვის ყველა ადამიანი თანასწორია, ინტელექტუალურად ძლიერიც და სუსტიც, ადამიანს ალბათ არ მოსთხოვს ღმერთი იმაზე მეტს ვიდრე მას შეუძლია. ნაკლებად სავარაუდოა სამოთხე იყოს ინტელექტუალური გამოცდა, სადაც კვანტური მექანიკის ჩაბარებაა საჭირო. მაგრამ თავს ნუ დააჯერებთ იმას, რომ არც ფიქრი შეგიძლიათ და თითქოს არც ფიქრის სურვილის ქონა.
მე არ ვთვლი რომ ქრისტიანობა კრეტინების რელიგიაა, თუმცა შეიძლება თქვენ ასე არ გაწყობდეთ.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG