Accessibility links

დღევანდელი დისკუსიის თემაა ფარული მიყურადების პრობლემა. რამდენად მაღალი სტანდარტის კონტროლს ითვალისწინებს კანონპროექტი ფარული მიყურადება-თვალთვალის შესახებ, რომლის განხილვასაც საკანონმდებლო ორგანო უახლოეს დღეებში შეუდგება, და რა მასშტაბი შეიძინა ფარულმა თვალთვალმა საქართველოში? ამ თემების გარშემო სასაუბროდ სადისკუსიო მაგიდასთან მოვიწვიეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი და იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი, ფარული თვალთვალის თაობაზე კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, ლიკა საჯაია. საუბარს ნინო ხარაძე უძღვება.
XS
SM
MD
LG