Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტიდისკრიმინაციული კანონი ძალაში შევიდა


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონს და ის ძალაში შევიდა. ანტიდისკრიმინაციული კანონი პარლამენტმა 2 მაისს მიიღო, საკანონმდებლო მაცნეში პრეზიდენტის ხელმოწერით კი დღეს გამოქვეყნდა.
კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.
XS
SM
MD
LG