Accessibility links

პუტინმა სეპარატისტებს მოუწოდა, რეფერენდუმი გადადონ


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში სეპარატისტულ ძალებს მოუწოდა, გადადონ თვითგამორკვევის შესახებ 11 მაისთვის დაგეგმილი რეფერენდუმი უფრო გვიანი ვადისთვის. შვეიცარიის პრეზიდენტმა, დიდიე ბურკჰალტერმა უკრაინის შესახებ ღია დიალოგის დაწყების და სისხლისღვრის დასრულების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას. ბურკჰალტერი, როგორც ეუთოს მორიგე თავმჯდომარე, 7 მაისს ჩავიდა მოსკოვში პუტინთან შესახვედრად. პუტინმა ეუთოს მორიგე თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ მოუწოდა კიევის ხელისუფალთ, შეწყვიტონ უსაფრთხოების ოპერაცია აღმოსავლეთ უკრაინაში, რომლის მიზანი ქალაქების და სოფლების პრორუსული სეპარატისტებისგან გაწმენდაა. კრემლის მმართველმა თქვა ასევე, რომ დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში ვერ დაეხმარება ქვეყანას პრობლემის მოგვარებაში. მან, მისივე სიტყვებით, „თებერვლის გადატრიალების“ ორგანიზატორები დაადანაშაულა, რომ მათ დაუშვეს ქვეყანაში ვითარების უკონტროლობა.
XS
SM
MD
LG