Accessibility links

logo-print

იზრდება ხორბლის ფასი


მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდის ფონზე, ხორბლის გაძვირება დაიწყო საქართველოშიც. "მეხორბლეთა ასოციაციის" ინფორმაცით, ფოთში შემოტანილი ხორბლის ფასი, წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით 10-20 დოლარითაა გაზრდილი. აპრილში ფოთში შემოტანილი 1 ტონა ხორბლის ღირებულება 280 დოლარი იყო, თუმცა ამჟამად 1 ტონა ხორბლის ღირებულება უკვე 300 დოლარამდეა. ფქვილის ნაწარმზე ფასის მატება დღეისათვის შესამჩნევი არ არის. თუმცა რიგმა საწარმოებმა 1 ტომარა ფქვილის ფასი 1 ლარით უკვე გააძვირეს. დღეისათვის ფქვილის გასაცემი ფასი წისქვილებიდან პურის ქარხნებისთვის 35,5-38 ლარია.
XS
SM
MD
LG