Accessibility links

ავღანეთში აფეთქებამ ერთი ოჯახის ცხრა წევრი შეიწირა


ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, ერთი ოჯახის ცხრა წევრი დაიღუპა დასავლეთში მდებარე ჰერათის პროვინციაში გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად. ჰერათის პროვინციის შინდადის რაიონის გუბერნატორის, აბდულ ჰამიდ ნურის მონაცემებით, დაღუპულებს შორის ხუთი ბავშვია. წინა დღეს ჰერათში გზის პირას ჩადებული ბომბების ორმა აფეთქებამ შეიწირა, სულ ცოტა, შვიდი ავღანელი ჯარისკაცის სიცოცხლე. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. ავღანეთის სამხრეთსა და აღმოსავლეთში მდებარე პროვინციებისაგან განსხვავებით, თალიბებს ძლიერი პოზიცია არა აქვთ ჰერათში. მაგრამ ექსტრემისტები აქტიურობენ სწორედ შინდადის რაიონში და მის მეზობლად.
XS
SM
MD
LG