Accessibility links

logo-print

ბრიტანეთი ნიგერიაში გზავნის საგანგებო ძალების ოფიცრებს


დიდი ბრიტანეთი ნიგერიაში გზავნის ექსპერტების მცირე ჯგუფს, რომელშიც შევლენ ბრიტანეთის საგანგებო ძალების ოფიცრებიც. ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია ნიგერიაში ისლამისტ მეამბოხეთა დაჯგუფების - "ბოკო ჰარამის" მიერ 276 გოგოს გატაცების ბოლოდროინდელ ფაქტთან. ნიგერიის პრეზიდენტმა გუდლაქ ჯონათანმა ბრიტანეთის წინადადება 7 მაისს მიიღო, ერთი დღის შემდეგ, რაც დათანხმდა საქმეში აშშ-ის სამხედროების, სამართალდამცავებისა და სხვა ექსპერტების ჩართვას. 7 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოკო ჰარამის მეომრებმა ნიგერიის ჩრდილოაღმოსავლეთში 300 მშვიდობიანი მოქალაქე დახოცეს. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბოლოდროინდელმა გატაცებებმა, შესაძლოა, ბოლოსდაბოლოს ხელი შეუწყოს მსოფლიოს მობილიზაციას „ამ საშინელი ორგანიზაციის წინააღმდეგ სამოქმედოდ“.
XS
SM
MD
LG