Accessibility links

პაკისტანის პოლიციამ დააკავა "ეფ-ბი-აი"-ს თანამშრომელი


პაკისტანის პოლიცია განაგრძობს აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს („ეფ-ბი-აი“) აგენტის დაკითხვას. ის კარაჩის აეროპორტში საბრძოლო მასალის გადატანის ბრალდებით დააკავეს, როცა სამოქალაქო რეისზე აპირებდა შესვლას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა „ეფ-ბი-აის“ თანამშრომლის დაკავების ფაქტი, აცხადებს, რომ ის „დროებით მისიას“ ასრულებდა და პაკისტანში აშშ-ის საელჩოსთვის უნდა გაეწია დახმარება. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლის თანახმად, ბიუროს თანამშრომელი ანტიკორუფციულ პროგრამაში მონაწილეობდა. პაკისტანის პოლიციამ 7 მაისს განაცხადა, რომ არ მიუღია წერილობითი შეტყობინება, რომელიც დაადასტურებდა აღნიშნული პირის კავშირს აშშ-ის საელჩოსთან. პოლიციის თანახმად, ის კარაჩიში 1 მაისს ჩავიდა, 5 მაისს კი დააკავეს ისლამაბადში გაფრენამდე. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი საკითხის მოსაგვარებლად მუშაობს პაკისტანის ხელისუფლებასთან.
XS
SM
MD
LG