Accessibility links

logo-print

ჯოხარ ცარნაევის ადვოკატები მოითხოვენ მისი ჩვენებების გაბათილებას


ბოსტონის მარათონზე აფეთქებების მოწყობაში ბრალდებულ ჯოხარ ცარნაევის ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ დაკავების შემდეგ საავადმყოფოში მიცემული ჩვენებები უნდა გაბათილდეს, რადგან დაირღვა ცარნაევის კონსტიტუციური უფლება. 7 მაისს ბრალდებულის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ჯოხარ ცარნაევს 36 საათზე მეტ ხანს ადვოკატის გარეშე კითხავდნენ. მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა და „მოსვენებას ითხოვდა“. ცარნაევის ადვოკატებმა ფედერალურ მოსამართლეს აგრეთვე სთხოვეს არაკონსტიტუციურად გამოაცხადოს სასიკვდილო განაჩენი, რადგან მასაჩუსეტსის შტატში ის არკძალულია. პროკურორები ჯოხარ ცარნაევის სიკვდილით დასჯას მოითხოვენ 2013 წლის ბოსტონის მარათონზე აფეთქებების შედეგად 3 ადამიანის დაღუპვისა და 260-ზე მეტის დაშავებისთვის.
XS
SM
MD
LG