Accessibility links

logo-print

დააკავეს ოდესის არეულობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირი


უკრაინის უშიშროების სამსახურმა დააკავა 2 მაისს ოდესაში მასობრივი არეულობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირი. უწყების პრეს-სამსახურის ცნობით, 26 წლის ადგილობრივი მცხოვრები, რომელიც ერთ-ერთი რადიკალური დაჯგუფების ლიდერია, ნაქირავებ ბინაში იმალებოდა. მან შეიცვალა გარეგნობა, არ სარგებლობდა კომუნიკაციის საშუალებებით და არ გადიოდა ქუჩაში. მიმდინარეობს გამოძიება. ოთხშაბათს ძებნა გამოცხადდა ოდესის მილიციის ყოფილ უფროს დმიტრი ფუჩეჯიზე. უკრაინიდან მისი გაქცევის შესახებ შსს-ს მინისტრმა არსენ ავაკოვმა განაცხადა. ერთ-ერთი ვერსიით, ოდესის მილიციის ყოფილი უფროსი დნესტრისპირეთს აფარებს თავს. დმიტრი ფუჩეჯი 6 მაისს დააკავეს და შინაპატიმრობა მიუსაჯეს. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა აგრეთვე განაცხადა, რომ ოდესის პროკურატურამ დააკავა მილიციის სამი თანამშრომელი, რომელიც კიევში გადაჰყავთ. ოდესაში 2 მაისს დაწყებულ არეულობასა და პროფკავშირების შენობაში გაჩენილ ხანძარს ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტი დაშავდა.
XS
SM
MD
LG