Accessibility links

logo-print

პუტინი დსთ-ის ლიდერებთან განიხილავს უკრაინის და საბაჟო კავშირის საკითხებს


კრემლის განცხადებით, უკრაინის კრიზისი და „კოლექტიური უსაფრთხოება“ იქნება მთავარი საკითხები 8 მაისს მოსკოვში დანიშნულ მოლაპარაკებებზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს და სომხეთის, ბელორუსიის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის პრეზიდენტებს შორის. ამავე დროს, ვრცელდება ცნობები, რომ შეხვედრაზე ასევე ისაუბრებენ წინააღმდეგობაზე, რომელსაც რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ საბაჟო კავშირში გაწევრიანებას უწევს რამდენიმე ქვეყანა. კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, პრეზიდენტები პუტინთან არაოფიციალურ შეხვედრას გამართავენ ერთად და მას ცალ-ცალკეც შეხვდებიან „ორმხრივ ურთიერთობაზე“ სასაუბროდ. ერთი დღით ადრე პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინაში პრო-რუსულად განწყობილ სეპარატისტებს მოუწოდა გადადონ 11 მაისისთვის დანიშნული თვითგამორკვევის რეფერენდუმები. პუტინმა უკრაინაში 25 მაისს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს - რომელსაც კრემლი უწინ გმობდა - ახლა „სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა. ვაშინგტონში პუტინის განცხადებას თეთრი სახლი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ადგილობრივი რეფერენდუმები კი არ უნდა გადაიდოს, არამედ საერთოდ უნდა გაუქმდეს.
XS
SM
MD
LG