Accessibility links

logo-print

უკრაინის აღმოსავლეთში გაგრძელდება სამხედრო ოპერაცია


უკრაინა აცხადებს, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში გაგრძელდება სამხედრო ოპერაცია პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტების წინააღმდეგ, იმის მიუხედავად, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ისინი რეფერენდუმის გამართვასთან დაკავშირებით. უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს პრესმდივნის, ანდრეი პარუბის განცხადებით, „ანტიტერორისტული ოპერაცია“ განხორციელდება მაშინაც კი, თუკი თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ლიდერები გადაწყვეტენ გადადონ თვითგამორკვევის რეფერენდუმი, რომელიც 11 მაისს არის დანიშნული. უკრაინის ძალებმა მოახერხეს კონტროლის დაბრუნება რამდენიმე სამთავრობო შენობაზე, რომლებიც 12 ქალაქში დაიკავეს სეპარატისტებმა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 7 მაისს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში სეპარატისტ ლიდერებს რეფერენდუმების გადადებისკენ მოუწოდა. სეპარატისტები აცხადებენ, რომ განიხილავენ პუტინის თხოვნას. პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 8 მაისს განაცხადა, რომ კრემლი დონეცკიდან სახალხო საბჭოს გადაწყვეტილებას ელის რეფერენდუმის საკითხზე.
XS
SM
MD
LG