Accessibility links

მაია ფანჯიკიძის განცხადებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერას


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გააცნო ნაბიჯები, რომლებიც თბილისმა გადადგა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის. „ამავდროულად განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ქვეყანაში უსაფრთხოების და სტაბილურობის მხრივ არსებულ სიტუაციას, კერძოდ, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ძალების გამუდმებულ პროვოკაციებს, რაც მოიცავს მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებას, მავთულხლართების გავლებას, საჰაერო სივრცის დარღვევას და ა.შ...“ - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. მინისტრის შეფასებით, იმ ფონზე, როცა ჯერ კიდევ გადაუჭრელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა, დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
XS
SM
MD
LG