Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკში სეპარატისტები აცხადებენ, რომ რეფერენდუმი დაგეგმილ დროს ჩატარდება


დონეცკში პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტების ლიდერები აცხადებენ, რომ თვითგამორკვევის რეფერენდუმი დანიშნულ დროს, 11 მაისს ჩატარდება, მიუხედავად რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მოწოდებისა მისი გადადების თაობაზე. თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ საკოორდინაციო კომიტეტმა შეხვედრა გამართა სეპარატისტების მიერ დაკავებულ სამთავრობო შენობაში, რის შემდეგაც განაცხადა, რომ უკრაინისგან გამოყოფის თაობაზე რეფერენდუმი 11 მაისს ჩატარდება. პუტინმა 7 მაისს, მოსკოვში თქვა, რომ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში სეპარატისტებმა უნდა გადადონ ამგვარი რეფერენდუმების ჩატარება. ლუგანსკიდან ჯერჯერობით ცნობები არ არის იგეგმება თუ არა რეფერენდუმი.
XS
SM
MD
LG