Accessibility links

logo-print

პუტინი დაესწრება ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის 70-ე წლისთავს


საფრანგეთში რუსეთის ელჩი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დასავლეთის ლიდერებთან ერთად დაესწრება ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის 70-ე წლისთავის ცერემონიას. ალექსანდრ ორლოვის თქმით, პუტინი 6 ივნისს მიიღებს მონაწილეობას ცერემონიაში. ეს პუტინისთვის დასავლეთის ლიდერებთან შესახვედრად პირველი შესაძლებლობა იქნება უკრაინაში კრიზისის დაწყების და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირების შემდეგ. ცერემონიას ასევე დაესწრებიან აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა და გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ არ არის დაგეგმილი ბარკ ობამას შეხვედრა პუტინთან ცერემონიის დღეს. რუსეთის ელჩის განცხადებამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა თქვა, რუსეთის პრეზიდენტს ვუთხარი, რომ შეუძლია დაესწროს ღონისძიებასო.
XS
SM
MD
LG