Accessibility links

logo-print

უკრაინამ რუსეთს ივნისიდან გაზის საფასური წინასწარ უნდა გადაუხადოს


რუსეთი ივნისიდან უკრაინას გაზის საფასურის წინასწარ გადახდის რეჟიმს უწესებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს უთხრა რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა. მისი თქმით, 7 მაისს დასრულდა ვადა, რომლამდეც უკრაინას უკვე მიწოდებული გაზის საფასური უნდა გადაეხადა. სამინისტროს ცნობით, მარტის შედეგ უკრაინიდან გაზის საფასურის არც ერთი გადარიცხვა არ გაკეთებულა. კიევის მთელი ვალი ამ პროდუქტზე სამნახევარ მილიარდს უდრის. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, არსენი იაცენიუკმა განაცხადა ოთხშაბათს, რომ კიევი მზად არის დაფაროს ვალი ათი დღის განმავლობაში, თუ ათას კუბურ მეტრზე მისი ღირებულება 2014 წლის პირველი კვარტლის ფასს, 268 დოლარს შეესაბამება. იანოკოვიჩის გადაყენების შემლეგ რუსეთმა აირის ფასი კიევს 485 დოლარამდე გაუზარდა.
XS
SM
MD
LG