Accessibility links

logo-print

უკრაინის ლიდერებს სურთ "მრგვალი მაგიდის" შექმნა კრიზისის დასაძლევად


უკრაინის ლიდერების წინადადებაა შეიქმნას „მრგვალი მაგიდა“ ქვეყანაში კრიზისის დასაძლევად. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა 8 მაისს განაცხადეს. მათი ინიციატივის თანახმად, მრგვალი მაგიდა თავს მოუყრის პოლიტიკურ ძალებსა და მოქალაქეთა ჯგუფებს უკრაინის ყველა რეგიონში. უკრაინის ლიდერები პროცესის წარმართვაში დახმარებას სთხოვენ საერთაშორისო შუამავლებს. ანალიტიკოსების ინფორმაციით, ეს გეგმა შეიცავს ბევრ ელემენტს იმ სამშვიდობო გეგმის პროექტიდან, რომელიც 8 მაისს კიევში წარადგინა ეუთოს თავმჯდომარე შვეიცარიამ.
XS
SM
MD
LG