Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა იწყებს ბენღაზიში თავდასხმის ახალ გამოძიებას


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ლიბიის ქალაქ ბენღაზიში 2012 წელს მომხდარი თავდასხმის ფაქტზე ახალი გამოძიების დაწყებას. 2012 წლის 11 სექტემბერს აშშ-ის დიპლომატიურ მისიაზე მეამბოხეთა შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა აშშ-ის ელჩი ქრისტოფერ სტივენსი და ამერიკის კიდევ სამი მოქალაქე. რესპუბლიკელები ობამას ადმინისტრაციას ადანაშაულებენ იმაში, რომ არასაკმარისი გააკეთა თავდასხმის თავიდანა ასაცილებლად. გარდა ამისა, რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაამახინჯა მოვლენები იმისათვის, რომ ობამას იმიჯი დაეცვა და ამით ხელი არ შეეშალა მისი ხელახლა არჩევისთვის 2012 წლის ნოემბერში. ობამას ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ყველაფერი იღონა საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირებისთვის.
XS
SM
MD
LG