Accessibility links

logo-print

ჰერმან ვან რომპე მომავალ კვირაში ეწვევა უკრაინას, მოლდავეთსა და საქართველოს


ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპე მომავალ სამუშო კვირას უკრაინაში ვიზიტით დაიწყებს. ორშაბათს ის კიევში შეხვდება პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკს. მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინაში 25 მაისს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები და ქვეყანაში ვითარების სტაბილიზაციის პერსპექტივები იქნება. რომპეს უკრაინაში ვიზიტის პარალელურად, 12 მაისს ბრიუსელში გაიმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელზეც მთავარი თემა უკრაინაში კრიზისიდან გამოსავლის ძიება იქნება. უკრაინიდან ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი მოლდავეთში გაემგზავრება და ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. 14 მაისს კი დაგეგმილია ჰერმან ვან რომპეს ვიზიტი საქართველოში. ის შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია. ჰერმან ვან რომპე თბილისში „ევროპის სახლსაც“ ეწვევა. შუადღისას კი ბიზნეს-ლანჩის ფორმატში მას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უმასპინძლებს.
XS
SM
MD
LG