Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში სტარტს იღებს ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატი


ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში სტარტს აიღებს ჰოკეის 78-ე მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც 9 -დან 25 მაისამდე გასტანს. ასპარეზობაში მონაწილეობას ღებულობს 16 ქვეყანა, მათ შორის მოქმედი ჩემპიონი შვედეთი და ასევე კანადისა და რუსეთის უძლიერესი გუნდები, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისათვის რეალურ პრეტენდენტებად ითვლებიან. პირველ დღეს, ჩემპიონატის საზეიმო გახსნის ცერემონიალის შემდეგ, სამი შეხვედრა გაიმართება. რუსეთი ნაკრები შვეიცარიის, საფრანგეთი - კანადის, ხოლო აშშ-ის ნაკრები სლოვაკეთის ეროვნულ გუნდს შეხვდება. მსოფლიო ჩემპიონატი ჰოკეიში პირველად ტარდება ბელორუსიაში, რომლის ხელისუფლებაც აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციების ქვეშაა ქვეყანაში ადამიანის უფლებების ხელყოფის გამო. ევროპარლამენტის კანონმდებელთა ჯგუფმა, რომელსაც სლოვაკეთის ეროვნული ჰოკეის ლიგის ვარსკვლავი პეტერ სტასტნი უდგას სათავეში, გააპროტესტა მსოფლიო ჩემპიონატის ბელორუსიაში ჩატარება, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს რეჟიმს ლეგიტიმურობას შეჰმატებს.
XS
SM
MD
LG