ავღანეთის სამხედრო უწყებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების იტყობინებიან, რომ თალიბანის 100-მდე მებრძოლი გაანადგურეს ღაზნის პროვინციაში სამხედრო ოპერაციის მსვლელობის დროს. სამხედრო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის ნაზეფ სულთანის თანახმად, თავდასხმის დროს დაღუპულ ექსტრემისტებს შორის ექვსი პაკისტანელიცაა. ანტიტერორისტული ოპერაცია ღაზნის პროვინციაში კვირის დასაწყისიდან მიმდინარეობს. თალიბანის მებრძოლები თავს იცავენ ადგილობრივთა სახლებში. უსაფრთხოების გამო ბევრმა მოქალაქემ დატოვა სამხედრო ოპერაციის რაიონი.
ყველაზე პოპულარული
1