Accessibility links

logo-print

ბათუმის პორტში მიმდინარეობს ერთობლივი წვრთნა


ბათუმის პორტში მიმდინარეობს აშშ-ის საზღვაო ძალების ფრეგატის „ტეილორის“ პირადი შემადგენლობის და საქართველოს სანაპირო დაცვის წარმომადგენელთა ერთობლივი წვრთნა. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, სწავლება მოიცავს გემზე ასვლის, მისი ჩხრეკისა და დაკავების, ხომალდზე სამედიცინო დახმარების აღმოჩენის, კარიერული განვითარებისა და სამეთაურო ეთიკის საკითხებს. „ტეილორის“ საქართველოში ყოფნა ხაზს უსვამს შეერთებული შტატების სურვილს, გააძლიეროს ურთიერთობა ნატოს პარტნიორ ქვეყნებთან და მათთან ერთად შეუწყოს ხელი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს პრესრელიზში.
XS
SM
MD
LG