Accessibility links

logo-print

რუსეთის სამხედროებმა დააკავეს საჩხერის რაიონის რვა მცხოვრები


თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საზღვრის დარღვევის ბრალდებით საჩხერის რაიონის კიდევ რვა მცხოვრები დააკავეს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მყოფმა რუსეთის სამხედროებმა. საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარემ ინგა ზამბახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სავარაუდოდ რუსმა ოკუპანტებმა რვა ადამიანი საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულიდან გაიტაცეს. ზამბახიძის ინფორმაციით, ამ დრომდე გაურკვეველია გასულ კვირაში დაკავებული კიდევ ათი ადამიანის ბედი. საკრებულოს თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ არაღიარებული საზღვრის დარღვევისთვის დაკავებულებს ცხინვალში სასამართლო პროცესის და ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ. ცხინვალის რეგიონსა და საჩხერის რაიონს შორის მდებარე საოკუპაციო ხაზთან მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავება ჯონჯოლის კრეფის სეზონის დაწყების შემდეგ გახშირდა.
XS
SM
MD
LG