Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში შეტაკებები განახლდა


უკრაინიდან იუწყებიან, რომ რვა კაცი დაიღუპა მას შემდეგ, რაც უკრაინის უსაფრთხოების ძალებმა იერიში მიიტანეს ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ მარიუპოლის პოლიციის შენობაზე, რომელიც პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს აქვთ დაკავებული. გავრცელებული ცნობების თანახმად, 9 მაისს სპეცდანიშნულების ძალებს შენობაში მყოფმა მეამბოხეებმა ცეცხლი გაუხსნეს. ქალაქ მარიუპოლის პოლიცია ჯერჯერობით არ ადასტურებს შეტაკებას. მარიუპოლი აღმოსავლეთ უკრაინის წამყვანი ინდუსტრიული საზღვაო ქალაქია, სადაც ადმინისტრაციული შენობები აპრილის შუა რიცხვებიდან აქვთ დაკავებული სეპარატისტებს. მას შემდეგ უკრაინელ სამართალდამცველებსა და უკანონო დაჯგუფებებს შორის რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი შეტაკებებს.
XS
SM
MD
LG