Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფოს და ეკლესიის ურთიერთფლირტი


ავტორი: ცოტნე ჩიქობავა

საქართველო სეკულარული ქვეყანაა, სადაც სახელმწიფო და ეკლესია ურთიერდამოუკიდებელია. საქართველოს კონსტიტუციის მე–9 მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად:
„სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას, ამასთან ერთად აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან.”
ასევე საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის 2002 წელს დადებული კონსტიტუციური შეთანხმების (კონკორდატის) პირველი მუხლის თანახმად:1. სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ.
2005 წლის 8 აპრილს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონიში „ზოგადი განათლების შესახებ“ საჯარო სკოლებში იკრძალება პროზელიტიზმი, ინდოქტრინაცია და არააკადემიური მიზნით რელიგიური სიმბოლოების გამოფენა.
სახელმწიფოს და ეკლესიის ურთიერთფლირტი სეკულარიზმის კრიზისის მთავარი გამოწვევაა. შეგახსენებთ, რომ ეკლესიის და ეკლესიური სწავლების მთავარი ფუქნცია საზოგადეობის სულიერ განვითარებაზე ზრუნვაა, ხოლო სახელმწიფოს როლი კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა და თავისუფალი საჯარო სივრცის შექმნაა. კონსიტუტციაში და კანონმდებლობაში განცხადებული ნორმატიული აქტები სუსტ კორელაციაშია იმ რეალური პროცესებთან, რა პროცესებიც სახელწმიფოსა და ეკლესიას შორის გასული საუკუნის 90–იანი წლებიდან დღემდე მიმდიანრეობს. კერძოდ, ეკლესია ცდილობს საჯარო სივრცზე ჰეგემონიას, ხოლო მმართველი ხელისუფლება თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის, განსაკუთრებით წინა საარჩევნო პერიოდში, საეკლესიო სივრცის – დაკავებას. ორივე სუბიექტის მცდელობა დაიკავოს მისთვის არაკომპეტენტური სივრცე რისკის ქვეშ აყენებს მათ ურთიერთდამოუკიდებლობის საკითხს.
გასული საუკუნის 90–იან წლებში საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლური ეკლესიის ავტორიტეტის ზრდა სწორედ პოლიტიკური სივრცის არ არსებობით შიეძლება აიხნას. შესაბამისად, ეკლესიამ ერთბაშად იტვირთა საერო და სასულიერო ცხოვრებაზე მზრუნველის როლი. ბუნებრივია, ეკლესიის ავტორიტეტის გამოყენება პოლიტიკური ქულების ჩასაწერად საქართველოს მმართველი ხელისუფლებების მთავარი დასაყრდენი იყო, არის და გრძელდება. თავის მხრივ, სასულიერო პირების მადის ზრდა მომხვეჭელობისკენ და ქონების დაგროვებისკენ დისკრეტიდაციის რისკის ქვეშ აყენებს თავად ეკლესიის, როგორც ქრისტიანული სწავლების ინსტიტუტს.
სახელმწიფოს მხრიდან ეკლესის ფინანსური და ქონებრივი წახალისება და ეკლესიის მხირდან საჯარო სივრცეზე გავლენის მოხდენა, ძირს უთხრის თავად ეკლესიის დამოუკიდებლობის საკითხს. პოლიტიკოსების ლოცვებში არ მოხსენიება პირდაპირი გზავნილია ეკლესსის მხრიდან, ხელისუფლებაში მყოფი მთავრობის შემდგომ არჩევნებში წარუმატებლობისკენ. ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის განხივლის სხდომაზე არსებული გარემობა საჯარო და სასულიერო სივრცეების ურთიერთგადაფარვის პირდაპირი მაგალითია.
თუ ვინმე ახდენს საზოგადეობაში ეკლესიის და ეკლესიური სწავლების დისკრედიტაციას, ეს თავად იმ სასულიერო პირების დამსახურებაა,რომლებმაც ძალაუფლების მოპოვების სურვილმა შეიპყრო და ქრისტიანული სწავლების მთავარი პრინციპები: ადამიანის თავისუფლება, შემწყნარებლობა და ჰუმანურობა დაივიწყა.
შედეგად სახელმწიფო და ეკლესია არა თუ დამოუკიდებელი სიბუექტები, არამედ ყველა მეტად ურთიერთდამოკიდებული გახდა. არსებული დამოკიდებულება სეკულარიზმის კრიზისის და საქართველოს სახელმწიფოებრიობას სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს. სასიციცხლოდ მნიშვნელოვანია ურთიერთდამოკიდებულების ჯაჭვების რღვევა. ამ პროცესების დასაწყისად კონკორდატის გაუქმება და საქართველოს 1921 წლის კონსიტუციის 144 მუხლის აღდგენა შეიძლება ჩაითვალოს:
144: ხარჯის გაღება სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმართველობათა თანხიდან სარწმუნოებრივ საქმეთა საჭიროებისთვის აკრძალულია.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG