Accessibility links

logo-print

ანტი-დისკრიმინაციული კანონი როგორც ხელოვნური განაყოფიერება


ავტორი: ქრისტინე მაღლაკელიძე

ანტი–მიულერის ჰორმონი ერთ–ერთი ძალიან კარგი კრიტერიუმია საკვერცხის რეზერვის შესაფასებლად. ამ ანალიზის შედეგით პრაქტიკულად დგინდება რამდენად ძლიერი სტიმულაცია უნდა იქნეს გამოყენებული.ანტი–მიულერის დონე არ კორელირებს კვერცხუჯრედების ხარისხთან, მაგრამ კორელირებს კვერცხუჯრედების რაოდენობასთან, რომელიც შეიძლება მივიღოთ სტიმულაციის შედეგად.
ანტი-დისკრიმინაციული კანონის მიღება ერთ-ერთი ძალიან კარგი კრიტერიუმი აღმოჩნდა.
იმ სახელმწფოში,სადაც იურისტებისთვის ფილოსოფოსებს უწევთ ახსნა,თუ რატომ უნდა იყოს ადამიანის უფლებები დაცული,გაურკვეველი პროფესიის ადამიანები თავს უფლებადამცველებს უწოდებენ,გაურკვეველი მიზნით საპროტესტო აქციებს მართავენ,რომელზედაც გაურკვევლი ხერხებით და გაკვირვებული სახეებით ადამიანის უფლებებს არღვევენ.
იმ სახელმწიფოში,სადაც ანტი-დისკრიმინაციული კანონის აღსრულებაზე ზედამხედველობას იმ ინსტიტუტს ანდობენ, რომელიც ღიად აცხადებს,რომ აღნიშნული საქმიანობის განსახორციელებლად არ ფლობს შესაბამის მექანიზმებს, ფინანსურ თუ ადამიანურ რესურსებს.
იმ სახელმწიფოში,სადაც ქვეყნის პრემიერ მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ანტი-სახელმწიფოებრივად აფასებს და ქვეყნის საგარეო წარმოსახვითი იმიჯის განმტკიცება უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია,ვიდრე პრობლემების მოგვარებაზე მუშაობის დაწყება ამ პრობლემების აღიარებით.
ასეთ სახელმწიფოში ანტი-მიულერის ჰორმონი ერთ-ერთი ძალიან კარგი კრიტერიუმია საკვერცხის რეზერვის შესაფასებლად.რადგან მისი ანალიზი გვიჩვენებს,ღირს თუ არა ხელოვნური განაყოფიერების იაფფასიანი მეთოდების გამოყენება ან ღირს თუ არა ხელოვნური განაყოფიერების გაკეთება საერთოდ.
ანტი-დისკრიმინაციული კანონის მიღება ერთ-ერთი ძალიან კარგი კრიტერიუმი აღმოჩნდა.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG