Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რკინის საბჭოთა საქანელა


ავტორი: ნათია ჩაჩავა

გაყვითლებული, დაძველებული ვიდეო კადრები, დიქტორის ხმა და ისევ ნაცნობი სახელწოდება “აფხაზეთი”. ერთდროულად ნაცნობმა და უცნობმა სიტყვამ, მეხსიერებაში მოგონებები ფრაგმენტულად, ძველი ფილმის, ძველ კადრებად ამოატივტივა. 21 წლის შემდეგ ისევ მკაფიოდ მახსოვს როგორ მანათებდა იმ Dდღის მზე თვალებში და როგორ მაფიქრებდა დედის დაძაბული ხმა, ეზოს მეგობრების ანერვიულებული მშობლების სახეები და მათი კითხვა- რა გვეშველება ?! - ეს არის ის რაც მახოსვს, როდესაც თბილისში სექტემბრის ერთ მზიან და თბილ დილას უფროსები საქარველოს რომელიღაც ნაწილში განივთარებულ დრამატულ მოვლენებზე საუბრობდნენ. საბჭოთა დროის რკინის საქანელაზე ვკატაობდი, ზუსტად ამ დროს კი პატარები საქართველოს სხვა ნაწილიდან ტყვიებს ემალობდნენ და საზარელი ავტომატიანი კაცებისგან გარბოდნენ. მირბოდნენ სსვაგან სახლიდან შორს ან ძალიან ახლოს, მეზობლის სახლის წყლიან და ბნელ სარდაფში, სადაც დროისა და სიცოცხლის შეგრძნებაც იკარგება. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ამ ომ გადახდილი, ნატანჯი, სისხლით შეღებილი და გადამწვარი ადგილიდან ვინმეს შევხდებოდი, მათთან ერთად კი მსოფლიო მშვიდობაზე, ძალადობაზე, სეპარატიზმზე ან ჩვენი ხალხის გმირობაზე ვისაურებედი. ახლაც როდესაც სამსაუხრის კომპიუტერთან ვზივარ და სოციალური ქსელში ატვირთულ დაკომენტარებულ და დასტატუსებულ სათაურებს ვკიხთულობ, ისევ მიჩნდება კითხვა, რომელიც წლების წინ უფროსების პირიდან ოხვრით ამოვარდა - რა გვშეველება?!. ისტორიის უკეთ გასახსენებლად, ისევ ვუყურებ წლების წინ ომში, ტყვების ზუზუნში გადაღებულ კადრებს, ისევ ვისმენ მამაკაცის აუტანელი ტკივილით სავსე ხმას, რომელიც უცნობ ოპერატორს, სვანეთის გაყინულ მთებზე, სიცივით აკანკალებული ხელით აქვს ჩაწერილი, თვალიდან არ ამოდის უცნობი, ბებია ქალის, ტირილნარევი კითხვა- რა დავაშავეთ ამის საფასური? ისევ ვუყურებ კადრებს, რომელიც ჩემი ქვეყნის საზარელ ისტორიას ყვება და ისევ მეშინია, მეშინია რომ შეძლება ამ ტკივილს ვერ მოვერიოთ, ისევ მოგვინდეს სამაგიერო, ისევ გავებათ შეცდომების ბადეში, ისევ მოგვატყუონ, ისევ მოვატყუოთ, ისევ მოგვინდეს სხვისი ქონება, ისევ მოგვინდეს სხვისი ცოლი, სხვისი სახლი , სხვისი სკამი და ბოლო არასდროს მოეღოს. ინტერნეტში ატვირთული ჩემი დროის ომის კადრები აწმყოში მაბრუნებს. ოთხში 19 – ვართ, წრეში ვსხედვართ და ევროკავშირში მცხოვრები მოქალაქეების მიერ ნაყიდი დიქტოფონით ჩაწერილ ისტორიას ვისმენთ. ისტორია მკაცრი და საზარელია, გაგრაში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი სამხედრო და ახალგზარდა კაცის წამებში შეცვლილი მსოფლმხედველობა. ისტორიას მეორე, უფრო საშინელი ნაამბობი ცვლის, ქართველი არაფორმალების მიერ, ცხინვალში გაუპატიურებული ოსი გოგონა და ქვეყანაში გამეფებული “ბეზპრიდელი”- ამბავს შუა ხნის ქალბატონი ყვება, რამდენიმე წამში სუაბარს ასრულებს და ჯერი ჩვენზეა, ერთ ოთახში შეკრებილ, პირისპირ დარჩენილ ქართველებზე, აფხაზებსა და ოსებზე.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG