Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმერ პუტინმა სევასტოპოლში ვეტერანებს „ყირიმის სამშობლოში დაბრუნება“ მიულოცა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს დაესწრო სევასტოპოლში, მოსახლეობას „ყირიმის სამშობლოში დაბრუნება“ მიულოცა. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა რუსეთის პრეზიდენტის სევასტოპოლში ჩასვლას „პროვოკაცია“, ხოლო ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა „უადგილო“ უწოდა. პუტინი სევასტოპოლში საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო აღლუმს დაესწრო. მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვში წითელ მოედანზე ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართული გრანდიოზული სამხედრო აღლუმი ჩაიბარა და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას "რუსი ხალხის უდიდესი სამამულო დღესასწაული" უწოდა.
XS
SM
MD
LG