Accessibility links

logo-print

მხარზე დადებული ხელი


ავტორი: ნათია გოგოლაშვილი

"ლიტერატურა მხარზე ხელის დადებასავითაა"
ოდესღაც ამოკითხული ამ სიტყვების ავტორს ვერ ვიხსენებ, მაგრამ თვითონ სიტყვები უკვე რამდენი წელია კარგად მახსოვს. თითქოს ეს ხელი ფიზიკურადაც კი ვიგრძენი მაშინ, როდესაც პირველად ოთ. ჭილაძის "ყოველმან ჩემმან მპოვნელმან" წავიკითხე. ეს ის დრო გახლდათ, როდესაც დამოუკიდებელი ცხოვრების ისედაც გაუბედავ პირველ ნაბიჯებს საზოგადოებრივი აზრი ეჭვქვეშ აყენებდა და თავის რიგებში უკვე მზამზარეულ ადგილს მთავაზობდა. არადა, მთელი არსებით ვგრძნობდი, რომ ამ ადგილას თავს კომფორტულად ვერასოდეს ვიგრძნობდი. ამის მიზეზი ჩემდა გასაკვირად (ან საბედნიეროდ) რომანშივე ამოვიკითხე: "მოწყალების გაღება საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად სჭირდება ადამიანს". ეს უპირატესობა, რომ თანასწორობის იდეას თავისთავშივე გამორიცხავს, საკამათო ნამდვილდ არ გახლავთ. ადამიანს ოდითგანვე უჭირდა განსხვავებულობის მიღება და იმ რეალობის აღმოსაფხვრელად, რომელიც მას ხელს სულაც არ აძლევდა ის მედიცინას ან სულაც მჩხიბავებს მიმართავდა. ამით თურმე ადამიანი იმ სასწაულის მოლოდინს იხანგრძლივებდა, რომელიც ბუნებაში ბედნიერი გამონაკლისების გარდა უბრალოდ არ ხდებოდა. ან კი რა გაემტყუნებოდა ჩვეულებრივ მოკვდავს, როცა "სასწაული უფრო კეთილია, იმედის მომცემია, ღვინოსავით გათრობს და გალაქლაქებს" მთავარია ეს "თრობისა და ლაქლაქის პერიოდი დიდხანს არ გაეწელოს ადამიანს და თვალი გაუსწოროს იმ რეალობას, რომელიც თავისი არსით "უბრალოა, ცარიელ-ტარიელია, რაც არის,-ის არის, არც მეტი, არც ნაკლები, ვერც შეკვეცავ და ვერც გაწელავ, ნალივით მარტივია და ნალივით გამოსადეგი" მთავარია, რომ მისი გამოყენება სწორად შეძლო, რადგან მისი არასწორედ გამოყენება პროცესში მონაწილე ორივე მხარეს თანაბრად დააზარალებს
განსხვავებულობა, რომ ცხოვრებისეულ "სიხარულებზე" უარის თქმას სულაც არ გულისხმობდა, ესეც ამ წიგნიდან ვისწავლე. მახსოვს ზოსიმე მღვდელს როგორ არ დავეთანხმე, როცა შემდეგ აბზაცს ვკითხულობდი "პირჯვრის გადასაწერად ცალი ხელიც საკმარისიაო (ალექსანდრესთან მიმართებაში. ნ.გ) არადა საკუთარი ცხოვრების სხვებისთვის მინდობას არც ნაწარმოების გმირი, ალექსანდრე მაკაბელი აპირებდა: "ძალიან შემცდარან თუ ჰგონიათ, რომ იგი მხოლოდ იმიტომ გადარჩა, მთელი ცხოვრება პირჯვარი იწეროს და შარვლის ღილები აწვალოს" მთავარი გახლდათ ალექსანდრე მალე შეგუებოდა ცალხელა კაცის ცხოვრებას. მოკვდება და ისწავლის, მოკვდება და თავის ჭკუაზე გაწრვთნის ერთადერთ მკლავს... გააუხეშებს, გააღონიერებს, გააეშმაკებს, თვითონ იცის და მისმა მკლავმა." თავისთავად ორი მკლავი სულაც არ გახლავთ იმის გარანტი, რომ რაიმე ღირებულს შექმნი. ამას ნაწარმოების გმირი -ალექსანდრე მკლავის დაკარგვის შემდეგ ხვდება გასაკეთებელს ნამდვილად გააკეთებ, თუკი მას "შენს ჭკუაზე გაწვრთნი როგორც ყაჩაღი ცხენს, მწყემსი- ქოფაკს, და ბაზრის ოინბაზი- მაიმუნს" მთავარ გასაკეთებელს ალექსანდრე ნამდვილად რომ აკეთებს, მკითხველი უყოყმანოდ დამეთანხმება. მას მაკაბელების პირქუშ და უნდობლობით დათრგუნულ ოჯახში, საკუთარი ძმისშვილის, მართას სახით სიყვარული და სიცოცხლე შემოაქვს. კარგად მახსოვს ბიძა-ძმისშვილთან ერთად მეც რა სულმუთქმელად და გაბედულად ავიარე მაკაბელებისა თუ საკუთარი სახლისკენ მიმავალი აღმართი...
ალექასანდრე მაკაბელი ლიტერატურული გმირია, მაგრამ მაინც ჩვენი, ქართული. ამიტომ ვფიქრობ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების გაგებისა და გათავისების იმ ფილოსოფიას (ვგულისხმობ სოციალურ მოდელს) რომელსაც თანამედროვე სამყარო გვთავაზობს მხოლოდ კეთილი ნება და სწორი ნაბიჯები განსაზღვრავს.
ჩვენ ოთ. ჭილაძის თანამედროვენი ვარ....

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG