Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ხელისუფლება მარიუპოლში 20 „ტერორისტის“ განადგურების თაობაზე იუწყება


უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამთავრობო ძალებმა 20 „ტერორისტი“ გაანადგურეს უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლში, სადაც შეტაკებას ჰქონდა ადგილი პოლიციის შენობასთან. უფრო ადრე მარიუპოლის ჯანდაცვის რაიონული უწყება აცხადებდა, რომ შეტაკებებში სამი კაცი დაიღუპა. სპეცდანიშნულების ნაწილსა და ექსტრემისტებს შორის გამართული ორმხრივი სროლის შედეგად შენობას ცეცხლი გაუჩნდა. რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, უკრაინელი სამართალდამცველების შტურმის დროს მძიმე ტექნიკას იყენებდნენ.
XS
SM
MD
LG