Accessibility links

logo-print

„რუსთავის 2“-ის დირექტორი ხელისუფლებას „ჯოჯოხეთის მოწყობით“ დაემუქრა


რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ხელისუფლებას ჯოჯოხეთის მოწყობას და იმ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას დაჰპირდა, რომელიც, მისი თქმით, ხელისუფლებამ საკუთარ მაღალჩინოსნებს გადაუღო. მანამდე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ "რუსთავი 2"-ში აღმოჩენილ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შუალედური მასალები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად ფარული ჩანაწერების გაკეთება ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს უკავშირდება, რაც იცოდა ტელევიზიის ხელმძღვანელობამ. როგორც ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობას ეჭვი ჰქონდა, რომ მათთან დაკავშირებული ჩანაწერები კეთდებოდა სწორედ ტელეკომპანიის დაცვის სამსახურის ხელშეწყობით და ამიტომაც გაათავისუფლეს სამსახურიდან "რუსთავი 2"-ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თეიმურაზ კოვზიაშვილი. „ყველაფერი გამოაშკარავდება თავის დროზე, ამაზე უარესი ამბები გამოაშკარავებულა. მე ამას გპირდებით და მერე რას მოიფიქრებთ, ძალიან მაინტერესებს! თქვენი საკუთარი მაღალჩინოსნები რომ გყავთ ჩაწერილი, იმას რომ მოგასმენინებთ, მაშინ რას იტყვით?!", - განაცხადა ნიკა გვარამიამ ხელისუფლების მისამართით.
XS
SM
MD
LG