Accessibility links

მარიუპოლში დაძაბული ვითარებაა პარასკევის შეტაკებების შემდეგ


აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში ვითარება კვლავინდებურად დაძაბულია მას შემდეგ, რაც პარასკევს მსხვერპლი მოჰყვა ბრძოლას უკრაინის უშიშროების ძალებსა და რუსეთის მომხრე ექსტრემისტებს შორის. ადგილზე მყოფი ჟურნალისტების ცნობით, შეტაკებები დღესაც გრძელდება. როგორც იუწყებიან, დაუდგენელმა პირებმა სცემეს და მოიტაცეს მარიუპოლის პოლიციის უფროსი ვალერი ანდროშჩუკი. უკრაინელმა სამხედროებმა 9 მაისს დაიწყეს ოპერაცია სეპარატისტი მეამბოხეების წინააღმდეგ, ადგილობრივი პოლიციის შენობიდან მათ გასაძევებლად. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის მონაცემებით, ბრძოლის დროს დაიღუპნენ 20 ექსტრემისტი და ერთი პოლიციელი. ავაკოვის ცნობითვე, დაიჭრა ოთხი პოლიციელი და დაკავებულია ოთხი მეამბოხე. 10 მაისი მარიუპოლში გლოვის დღედ არის გამოცხადებული.
XS
SM
MD
LG