Accessibility links

logo-print

სირიის ქალაქ ჰომსში სამოქალაქო პირები ბრუნდებიან


სირიის ქალაქ ჰომსში ასობით სამოქალაქო პირი დაბრუნდა პირველად თითქმის ორი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ჰომსი მეამბოხეებმა დატოვეს. მეამბოხეების ბოლო ჯგუფი 9 მაისს გავიდა ჰომსიდან, მთავრობასთან ოპოზიციის შეთანხმების საფუძველზე. სირიის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „სანას“ ცნობით, ჰომსის გუბერნატორი ტალალ ბარაზი აცხადებს, რომ ქალაქის რაიონებში დაბრუნება ახლა უკვე უსაფრთხოა მშვიდობიანი მოსახლეობისათვის, მეამბოხეების წასვლისა და ასაფეთქებელი მოწყობილობებისაგან ჰომსის გაწმენდის შემდეგ. მეამბოხეები წელიწადზე მეტხანს აკონტროლებდნენ ჰომსის ცენტრს, რომელსაც მთავრობის ჯარების ალყა ჰქონდა შემორტყმული. სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარებმა მეამბოხეებს უკან დაახევინეს დამასკთან და ცენტრალურ სირიაში. თუმცა ქვეყნის ნაწილს კვლავაც მეამბოხეები აკონტროლებენ.
XS
SM
MD
LG